მარტოობა და თვითგანვითარება

თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში, სიმარტოვე აღტაცების საკითხად იქცა, რადგან გვჯერა, რომ ეს ის დაკარგული ხელოვნებაა, რომელსაც ხშირად ვესწრაფვით და იშვიათად ვპოულობთ. გვეჩვენება, თითქოს საზოგადოებას სრულად უნდა გავემიჯნოთ რომ საკუთარი თავისთვის მშვიდ მომენტებს მივაგნოთ. თუმცა აქვე გთავაზობთ ჩემთვის საყვარელ ციტატას წიგნიდან “სიმარტოვე: მარტო ცხოვრებისკენ ლტოლვა გადაჭედილ სამყაროში (2017)” (კანადელი ჟურნალისტის, მაიკლ ჰარისის ავტორობით): “არ მინდა, გავექცე სამყაროს - მინდა, მასში ხელახლა აღმოვაჩინო ჩემი თავი. მინდა ვიცოდე, რა მოხდება თუ კიდევ მივიღებთ მარტოობის დოზებს ჩვენი გადაჭედილი/გადატვირთული დღეებისა და ქუჩების შუაგულში.”

მუდმივად და ნელ-ნელა იზრდება მარტოობის კვლევისადმი ინტერესი. გაითვალისწინეთ, გახსოვდეთ, რომ მარტოობა(solitude) - მარტო გატარებული დრო - არაა იმ მარტოობის. მარტოსულობის (loneliness) სინონიმი, რომელიც არასასურველი სოციალური იზოლაციის სუბიექტურ გრძნობას აჩენს, რაც დამაზიანებელია მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. უკანასკნელ წლებში, არაერთმა კვლევამ ასახა კორელაცია კეთილდღეობასა და მარტოობის ჯანსაღ მოტივაციას შორის - რაც გულისხმობს, მარტოობის როგორც რაღაც სასიამოვნოსა და ღირებულის ხედვას (აღქმას). თუმცა, ეს თავისთავად არ ამტკიცებს, რომ სიმარტოვის ძიება სასარგებლოა. იმისთვის, რომ მეცნიერებამ მსგავსი კაუზალური განცხადება გააკეთოს, გვჭირდება სიმარტოვის როგორც ერთადერთი ცვლადის იზოლაცია, ალტერნატიული მიზეზების უცვლელობის პირობებში. ეს კი რთული გამოწვევაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაშინაც ვართ მარტო როცა ვმუშაობთ, საყიდლებზე ვართ, ვმგზავრობთ, ვსეირნობთ, ვსწავლობთ ან წიგნს ვკითხულობთ. მარტო გატარებული დროის ამდენი ცვლადის ფონზე, სადავო და რთულია საკითხის ისე განმარტება, რომ სიმარტოვე თავისთავად (per se) ზრდის (აუმჯობესებს/ხელს უწყობს) ჩვენს კეთილდღეობას.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში რომელსაც კლინიკური ფსიქოლოგი ნეტა ვეინშტეინი (Cardiff University) და მე მოხალისეები ატარებენ დროს კონტროლებირებად სიტუაციებში მარტოობაში ან სხვებთან ერთად. ამ კვლევით ჩვენ მოვახერხეთ კორელაციური კვლევის სისუსტეების გადალახვა და ნათელი მოეფინა, იმას თუ რისთვისაა სიმარტოვე ნამდვილად კარგი.

კვლევათა ერთ სერიაში ვაკვირდებოდით როგორ იცვლებოდა ადამიანების ემოციები დროის მარტო გატარების შედეგ. გავზომეთ ორი ტიპის დადებითი (პოზიტიური) ემოცია: 1. ის დადებითი ემოციები, რომლებიც მაღალ აღგზნებასთანაა კავშირში, მაგალითად აღტკინება და ენერგიის მატება და 2. ის პოზიტიური ემოციები, რომლებიც დაბალი აღგზნებადობით ხასიათდება, როგორიცაა სიმშვიდე და რელაქსაცია. ასევე გავზომეთ 1. მაღალი აღზგნებადობის მქონე უარყოფითი ემოციები, მაგალითად ბრაზი და შფოთვა და 2. დაბალი აღგზნებადობის მქონე ნეგატიური ემოციები, როგორიცაა მარტოსულობა და სევდა. ფსიქოლოგების მიერ წოდებული “აფექტური ვალენტობისა”(პოზიტიური vs ნეგატიური) და “აფექტური აღგზნებადობის” (მაღალი vs დაბალი) ორივე პოლუსის დაფარვით შევძელით გვეჩვენებინა, რომ მარტო გატარებული დრო უნიკალური შანსია “აღგზნებადობის რეგულირებისთვის”. ეს რეგულაცია გულისხმობს ორივე, პოზიტიური და ნეგატიური ფორმის მაღალი აღგზნებადობის შემცირებას მაშინ, როცა დროს მარტო ვატარებთ. ამას “დეაქტივაციის ეფექტი” ვუწოდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ დეაქტივაციის ეფექტი იყო მუდმივი/მყარი/ერთნაირი ყველა იმ სიმარტოვისა და განმარტოვების მდგომარეობაში რაც გამოვიწვიეთ, დაბალი აღგზნებადობის პოზიტიურ და ნეგატიური ეფექტები დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად უნდოდა (მოტივირებული იყო) ადამიანს დროის მარტო გატარება. თუ მოხალისე მიიღებდა და ისიამოვნებდა სიმარტოვით მისი ბენეფიტების გამო, მისი დაბალი აღგზნების მქონე პოზიტიური ემოციები გაიზრდებოდა - ანუ თავს იგრძნობდა უფრო დამშვიდებულად ამ გამოცდილების შემდეგ. მაგრამ თუ ადამიანი არ აფასებდა მარტო ყოფნას, მასში იმატებდა დაბალი აღგზნებადობის მქონე ნეგატიური ემოციები, ანუ თავს მარტოსულად და სევდიანად გრძნობდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გვსურს მარტო გატარებული დროისგან რაც შეიძლება მეტი დადებითი მივიღოთ, მნიშვნელოვანია ვიყოთ ღია, გვქონდეს მიმღებლობა იმ ბენეფიტებისადმი რისი მოტანაც შეუძლია სიმარტოვეს. ბევრი ადამიანისთვის ვისაც ახლა შეზღუდული აქვს გადაადგილება და სოციალური ცხოვრება, ეს დრო მარტოსულობაში გალეულად მიიჩნევა. თუმცა მეორე ჯგუფისთვის, ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი (და შესაძლოა არასასურველი) სიმარტოვის ბენეფიტების მიღებისა და გამოცდის შანსი. შესაძლოა, ამან მთლიანობაში ჩვენი ცხოვრების ხარისხი არ გააუმჯობესოს, თუმცა არის შანსი რომ ნეგატიური მომენტების მომენტალური პერიოდები (შემოტევები) უფრო ატანადი გახდება.

თუ შეგვიძლია დეაქტივაციის ეფექტისგან (ჩვენი აღგზნების დონის შემცირების) სარგებლის მიღება უბრალოდ დროის მარტო გატარებით, განა მნიშვნელობა აქვს ამ დროს სოციალურ ქსელებს დავუთმობთ თუ სხვა რამეს გავაკეთებთ? ამ კითხვას ხშირად მისვამენ. ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით ტელეფონის საშუალებით ინტერნეტში ქექვა (browsing) არ აქრობს/ზღუდავს დეაქტივაციის ეფექტს. თუმცა, ამ დროის შემავსებელი ქმედებები მარტო ყოფნის სხვა სარგებელს, თვითრეფლექსიის შესაძლებლობას აქრობს.

ჩვენს კვლევებში თვითრეფლექსიას განვმარტავთ, როგორც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების მაყურებლობას, მათზე დასწრების/დაკვირვების მოქმედებას. ორ ექსპერიმენტში აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ვინც აბსოლუტურად განმარტოებულნი იყვნენ, მეორად ქმედებებს არ მიმართავდნენ, თვითრეფლექსიას უფრო მეტად მიმართავდნენ ვიდრე ისინი, ვინც მარტოობაში კითხვას ამჯობინებდა. ფაქტობრივად, თუ ის ადამიანი ხარ, ვინც მიდრეკილია თვითრეფლექსიისკენ, ჩვენი კვლევების მიხედვით, მარტო გატარებული დრო თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო მაშინ იქნება თუ მარტოობაში უბრალო მოკალათებას ამჯობინებთ კითხვას ან ტელეფონის გამოყენებას.

ცხადია, ეს არაა ახალი აღმოჩენა. პოპულარული წიგნები და ფილოსოფიური ტექსტები აქამდეც ხშირად გვთავაზობდნენ, რომ მარტო დროის გატარება კარგია თვითრეფლექსიისთვის. თუმცა, მარტო ყოფნისას ყველა ტიპის თვითრეფლექსია არაა ხარისხობრივად ერთნაირი: ეს შეიძლება იყოს შთამაგონებელი ან ღრმად დამაფიქრებელი. ჩვენს უახლეს ექსპერიმენტში მე და ვეინშტეინმა მონაწილეებს ვთხოვეთ აღეწერათ დრო, როცა მარტო იყვნენ და თავი არაავთენტურად ან არა გულწრფელად იგრძნეს საკუთარ თავთან. ეს ახასიათებს ღრმად დამაფიქრებელ თვითრეფლექსიას, რომელიც სავსეა ნეგატიური ფიქრებითა და იმ სინანულით, რომელსაც თავს ვერ აღწევს ადამიანი.

როცა ღრმა ჩაფიქრება იმარჯვებს თვითრეფლექსიაზე, განმეორებითი ნეგატიური ფიქრების ჩასაცხრობად ეფექტური სტრატეგია სრულყოფილი ცნობიერების (mindfulness) სავარჯიშოები შესაძლოა იყოს. თუმცა, ეს რჩევა ადამიანმა სიფრთხილით უნდა მიიღოს, რადგან ეს გამოცდილება ყველაზე დადებითად არ მოქმედებს და საუკეთესო შედეგებს ზომიერად გამოყენების ფრაგლებში გვაძლევს. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა სულაც არაა ცუდი იდეა, რომ დაარღიო მარტოობის საზღვრები და სანდო მეგობარს მიმართო, თუნდაც სატელეფონო ზარით ან მოკლე ტექსტური შეტობინებით. თუ განმარტოება აღარაა ნაყოფიერი და მეტიც, გრძნობ, რომ ჩაფიქრებამ და დარდმა დისტრესში ჩაგაგდო, არაა სასურველი ამ მდგომარეობაში დარჩენა და თუ არჩევანის საშუალება გაქვს თავი უნდა დააღწიოს მარტოობას.

მარტო გატარებული დრო არის შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ გადატვირთვის, საწყის მდგომარეობაში დაბრუნების ღილაკს დავაჭიროთ ხელი. მარტო გატარებული დროის განმავლობაში ჩვენ ასევე გვაქვს არჩევანი ვეძებდეთ/ვესწრფავოდეთ აბსოლუტურ მარტოობას, მივატოვოთ ყოველდღიური აქტივობები და მოვძებნოთ სივრცე, სადაც კომფორტულად მივაყურადებთ ჩვენს ფიქრებსა და ემოციებს. მაგრამ, თუ ყოველდღიური სიამრტოვე დაკარგული ხელოვნებაა, როგორც ამას ჰარისი გვეუბნება, როგორ ვიპოვოთ მოტივაცია რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელახლა დავნერგოთ ის?

პასუხი ინდივიდუალურია, თუმცა გასაკვირია, რომ ეს არაა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იმაზე ადამიანი ინტროვერტია თუ ექსტრავერტი. ამის სანაცვლოდ, ჩვენი კვლევა ცხადჰყოფს, რომ მარტო დროის გატარების ჯანსაღი მოტივაცია/სურვილი მიბმულია იმ პიროვნულ მახასიათებელზე, რომელსაც “დისპოზიციურ ავტონომიას” ვუწოდებთ. ის გულისხმობს ადამინის უნარს ნებას დაუქმევდებაროს, ნების შესაბამისად დაარეგულიროს თავისი ყოველდღიური გამოცდილებები. რაც აუცილებლად მოიაზრებს იმას, რომ მარტოობის მიღება მეტწილად განპირობებულია საკუთარი ემოციების თვითრეგულაციით, ვიდრე ინდივიდის ინტროვერსიით.

ის ხალხი, ვისაც ავტონომიური პიროვნული მახასიათებლები აქვს, გრძნობს რომ თავად შეაჩერა არჩევანი საკუთარ ქმედებებზე, თავს არ აღიქვამს გარესამყაროს დამორჩილებულ პაიკად. ცხოვრებისადმი ამგვარი მიდგომა ასევე განპირობებულია საკუთარი გამოცდილებების თითოეული დეტალისადმი ინტერესით, ახალი გამოცდილებების მიღების მცდელობებითა და იმის აღმოჩენით, თავად როგორ გრძნობთ თავს ამ გამოცდილებების შესახებ (მათთან მიმართებით). სინამდვილეში, როცა ლაბორატორიაში ამ მანიპულაციებით ზოგიერთ ადამიანს ვაიძულებდით/ვუბიძგებდით სიმარტოვე გამოეცადათ (შესაბამისად მათი ავტონომიურობის შეგრძნებას ვამცირებდით), მეორე ნაწილს კი ვიწვევდით, ვცდილობდით დაგვეინტერესებინა და ასე მიეღოთ ეს გამოცდილება (მათში ავტონომიურობის ზრდა), ისინი ვისაც ვაიძულეთ მარტოობაში დარჩენა ამ გამოცდილებაში ნაკლებ ღირებულებას ხედავდნენ და შედეგად, ნაკლებ სიამოვნებასაც იღებდნენ მისგან.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კვლევებში მონაწილე ყველა მოხალისე აშშ-ს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. შესაბამისად, 2017-19 წლებში ჩატარებული ეს კვლევები ბევრს გვიყვებიან ახალგაზრდა ზრდასრულ ადამიანებში სიმარტოვის ყოველდღიურ გამოცდილებებზე. ისიც გასათვსლისწინებელია, რომ ეს ახალგაზრდები იმ საზოგადოებაში ცხოვრობენ, რომელიც მათ გართობის მრავალ საშუალებასა და მოსახერხებელ სამუშაო დროს სთავაზობს. ისეთ კულტურებში, სადაც სწრაფი ცხოვრების სტილი და მოსახერხებელი ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი, ჩვენი ელექტრონული მოწყობილობები და პროდუქტიულობის ობსესია (აკვიატება) უფრო მარტივად გვექაჩება თავის მხარეს. როცა განმარტოებულნი ვართ, ჩვენს თავებს მომუშავე მდგომარეობაში ვპოულობთ და როცა თავისუფლების მომენტი გვაქვს ვიღებთ ტელეფონს რათა დავეწიოთ, საქმის კურსში ვიყოთ თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები. ეს მაშინაც ასე ხდება როცა ადამიანები თვითიზოლაციაში არიან და პირადად, რეალობაში სოციალიზაციის შესაძლებლობა არ აქვთ. მსგავსი ჩვევათა წყება, რომლის დამსახურებითაც აქტიურად ვცდილობთ მარტოობის თავიდან არიდებას, ზრდის შანსს რომ იმ მარტოობის მომენტის გამოცდილება უსიამოვნო იქნება ჩვენთვის. ამის საპირისპიროდ, თუ ჩვენს დაკავებულ ცხოვრებაში მარტოობისგან მიღებად რელაქსაციისა და თვითრეფლექსიის შესაძლებლობებს ჩავებღაუჭებით, შევძლებთ ამ სარგებლის მიღებას. ის დრო, როცა ადამიანი მოულოდნელად ხდება იძულებული განმარტოვდეს, შესაძლოა იყოს რთული, ინდივიდთა ერთი ჯგუფისთვის, თუმცა მეორეთათვის იგივე მდგომარეობას “მარგებელ ჭირად” ქცევისპოტენციალი აქვს.

წყარო: https://aeon.co/ideas/time-alone-chosen-or-not-can-be-a-chance-to-hit-the-reset-button